საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მინსკში საერთაშორისო ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. განვითარების თასზე ჯვაროსნებმა ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინელი თანატოლები 2:0 დაამარცხეს. გოლები მე- 11 წუთზე დინამოელმა ნიკა ნინუამ და მე- 80 წუთზე გიორგი არაბიძემ გაიტანეს. სასტარტო შემადგენლობაში ნიკას გარდა კიდევ ექვსმა დინამოელმა ითამაშა: ლევან ისიანი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილმა, ნიკა ნინუამ და ირაკლი ბუღრიძე.
გოჩა ტყებუჩავას შეგირდები 22 იანვარს ლატვიას შეხვდებიან.