• Geo
  • Eng
05.05.2015
ჭაბუკებმა ლანჩხუთში იმარჯვეს

ლანჩხუთმა ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის მატჩებს უმასპინძლა. 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელთა გუნდი მასპინძლებს დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. გოლები გურიას კარში ხარაბაძემ, სილაგაძემ და შეცვლაზე შესულმა ჯიქიამ გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 26 ჩატარებული შეხვედრით და ერთი ფრის წილ 25 გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 134/4 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

17 წლამდელთა ტურნირში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს დინამოელებმა. ჩვენმა გუნდმა 3:2 დაამარცხა მასპინძელი თანატოლები. გურიას კარში გოლები ჩაჩუამ, კაციტაძემ და ფირცხალავამ გაიტანეს. ლევან გვანცელაძის შეგირდები 26 თამაშიდან დაგროვებული 65 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 89/15.

გურია (U15)  0:3  დინამო (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ბასარია, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, თაგვაშვილი, თაგვიაშვილი, კუცია, კოკაია

შეცვლაზე შევიდნენ: ბაბუნაძე, ჯიქია, სამსონია, სართანია, ბადაშვილი, ფიფია

გურია (U17)  2:3  დინამო (U17)

დინამო (U17): გუგეშაშვილი, ჩაჩუა, კაციტაძე, ფიფია, კალანდარიშვილი, ქანთარია, ფირცხალავა, კობოური, გოგილაშვილი, ჩაკვეტაძე, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: კუცია, ღვინიაშვილი, სეიდოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024