ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელთა გუნდმა 35- ე სკოლას უმასპინძლა, 2:1 აჯობა მეტოქეს და დაუმარცხებელი სვლა განაგრძო. გოლები სტუმართა კარში თაგვაშვილმა და სილაგაძემ გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 27 ჩატარებული შეხვედრით და ერთი ფრის წილ 26 გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 136/5 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.
17 წლამდელთა ტურნირში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს ჭაბუკმა დინამოელებმა. ჩვენმა გუნდმა 6:0 დაამარცხა 35- ე სკოლა. სტუმართა კარი ორჯერ ღვინიაშვილმა აიღო, თითო ბურთიც ქანთარიას, ფირცხალავას, კობოურის და გუგეშაშვილის ანგარიშზეა. ლევან გვანცელაძის შეგირდები 27 თამაშიდან დაგროვებული 68 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 95/15.
დინამო (U15) 2:1 35- ე სკოლა
დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ბასარია, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, თაგვაშვილი, ჯიქია, კუცია, კოკაია
შეცვლაზე შევიდნენ: ბაბუნაძე, ბულისკირია, ნინუა, თაგვიაშვილი, სართანია, სამსონია
დინამო (U17) 6:0 35- ე სკოლა
დინამო (U17): ქავთარაძე, ჩაჩუა, ხატიაშვილი, ფიფია, კალანდარიშვილი, ქანთარია, ფირცხალავა, კობოური, ღვინიაშვილი, ბაშალეიშვილი, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: გუგეშაშვილი, კაციტაძე, აბუთიძე, პაპაშვილი, ყურაშვილი, გოგილაშვილი