• Geo
  • Eng
10.05.2015
ელიტ ლიგაში დინამომ რანი დაამარცხა

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდი საფეხბურთო კლუბ რანს დაუპირისპირდა და შვიდი უპასუხო გოლით დაამარცხა მოწინააღმდეგე. გოლები კვარაცხელიამ, ისმაილმა, მექვაბიშვილმა, იაკობიძემ, ბოგვერაძემ, ტაბალამ და გუგუნავამ გაიტანეს. ამირან მინაშვილის გუნდი 22 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 45 ქულით გათამაშების ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 60/18.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

 

დინამო (U13)  7:0  რანი

დინამო: ბულისკირია, კვარაცხელია, ცანავა, ჯანგიძე, ისმაილი, ყენია, გაგუა, მექვაბიშვილი, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, ბოგვერაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ლომთაძე, ქველაძე, ტაბალა, მაღალდაძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, ჯოხაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024