ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) მეთხუთმეტე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდმა ავაზას უმასპინძლა. ამირან მინაშვილის კრებულმა 1:0 აჯობა მეტოქეს. შედეგიანი დარტყმა კვარაცხელიას ანგარიშზეა. 15 ტურის შემდეგ თბილისელებს აქტივში მესამე ადგილი და 29 ქულა აქვთ, ხოლო ბურთების ბალანსი კი 32/10.
მოზარდმა დინამოელებმა ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირიც განაახლეს. დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდმა სულაქველიძის აკადემიის გუნდს უმასპინძლა და უგოლოდ 0:0 დასცილდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 14 ჩატარებული მატჩის შემდეგ 36 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 46/6.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.
დინამო (U13) 1:0 ავაზა
დინამო: ხარშილაძე, ჯანგიძე, ბოგვერაძე, კვარაცხელია, ისმაილი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, მაღალდაძე, ყენია, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჭავჭანიძე, ლომთაძე, ტაბალა, იაკობიძე, ქადაგიშვილი, გუგუნავა
დინამო (U14) 0:0 სულაქველიძის აკადემია
დინამო: ბულისკერია, ხარშილაძე, ბასარია, გაბელაია, ხარაბაძე, დარცმელია, ბერიაშვილი, დავითაშვილი, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, გულდედავა