ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდე გუნდებს შორის მე- 20 ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელი ჭაბუკები ფოთში კოლხეთის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ.
ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა დიდი უპირატესობის მიუხედავად ფრედ 1:1 დაასრულა შეხვედრა. შედეგიანი დარტყმა ერგემლიძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში 15 წლამდე დინამოელებმა პირველად დაკარგეს ქულები. თბილისელები პირველ ადგილზე 20 ტურის შემდეგ - 19 მოგებით და ერთი ყაიმით იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 116/4.
ლევან გვანცელაძის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ შეხვედრაში 1:0 აჯობა კოლხეთს. გოლი ღვინიაშვილმა გაიტანა. 20 თამაშიდან დაგროვებული 49 ქულით, 17 წლამდე დინამოელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 68/12.
კოლხეთი (U15) 1:1 დინამო (U15)
დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, თაგვაშვილი, ცერცვაძე, კოკაია, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, სართანია, ჯიქია, კუცია, ერგემლიძე
კოლხეთი (U17) 0:1 დინამო (U17)
დინამო (U17): ქავთარაძე, ჩაჩუა, ნემსაძე, ფიფია, სადღობელაშვილი, აბუთიძე, ლილუაშვილი, ფოჩხუა, ღვინიაშვილი, ქანთარია, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: გოგილაშვილი, ბაბუნაძე