ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა ელიტ ლიგის გათამაშება. 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) მეთოთხმეტე ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდმა 35- ე სკოლას უმასპინძლა. ამირან მინაშვილის გუნდმა 3:1 აჯობა მეტოქეს. ორი გოლი მოისწრაფიშვილის ანგარიშზეა, ერთი ბურთიც ბოგვერაძემ გაიტანა. 14 ტურის შემდეგ თბილისელებს აქტივში მესამე ადგილი და 26 ქულა აქვთ, ხოლო ბურთების ბალანსი კი არის 31/10.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.
დინამო (U13) 3:1 35- ე სკოლა
დინამო: ხარშილაძე, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, კვარაცხელია, ისმაილი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, მაღალდაძე, ყენია, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბოგვერაძე, ტაბალა, გაგუა, ქველაძე, გუგუნავა