ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდმა გამოტოვებული ტურის მატჩში აფხაზეთი 99- ს უმასპინძლა. მატჩის მიმდინარეობისას დინამოელები 3:0 იგებდნენ თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ჩაიშალა და თბილისელებს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალათ.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 23 ჩატარებული მატჩის შემდეგ 63 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. დინამოელებს 20 მოგება და 3 ფრე აქვთ აქტივში. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 80/9.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.
დინამო (U14) 3:0 აფხაზეთი 99