• Geo
  • Eng
12.05.2015
ისევ ორმაგი გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

დღეს გორში ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელთა გუნდი გორის დილას თანატოლებს შეხვდა, 1:0 აჯობა მეტოქეს და დაუმარცხებელი სვლა განაგრძო. გამარჯვების გოლი სტუმართა კარში ნინუამ გაიტანა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 28 ჩატარებული შეხვედრით და ერთი ფრის წილ 27 გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 138/5 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

17 წლამდელთა ტურნირში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს ჭაბუკმა დინამოელებმა. ჩვენმა გუნდმა 2:1 დაამარცხა გორის დილა. დაპირისპირება ძლიერი წვიმის თანხლებით წარიმართა. სტუმართა კარში გოლები კი ჩაჩუას და გოგილაშვილის ანგარიშზეა. ლევან გვანცელაძის შეგირდები 28 თამაშიდან დაგროვებული 71 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 97/16.

დილა (U15)  0:1  დინამო (U15)

დინამო (U15): ბულისკირია, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნინუა, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, თაგვაშვილი, ჯიქია, სართანია, კოკაია

შეცვლაზე შევიდნენ: ბაბუნაძე, თაგვიაშვილი, ბასარია, სამსონია

დილა (U17)  1:2  დინამო (U17)

დინამო (U17): გუგეშაშვილი, ჩაჩუა, კაციტაძე, ფიფია, კალანდარიშვილი, ქანთარია, ფირცხალავა, კობოური, ღვინიაშვილი, ყურაშვილი, გაბრიჩიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ხატიაშვილი, აბუთიძე, ლილუაშვილი, გოგილაშვილი, ფოჩხუა, სეიდოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024