• Geo
  • Eng
12.05.2015
კიდევ ერთი მოგება ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდმა 22- ე ტურის მატჩი გამართა და მთვარის გლობუსს დაუპირისპირდა. პატარა დინამოელებმა დიდი ანგარიშით 8:1 დაამარცხეს მასპინძლები. ორ-ორი გოლი დავითაშვილმა, ვაწაძემ და ჩიქოვანმა გაიტანეს. თითოჯერ გოგოლაძემ და გულდედავამ გამოიჩინეს თავი.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 22 ჩატარებული მატჩის შემდეგ 60 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. დინამოელებს 19 მოგება და 3 ფრე აქვთ აქტივში. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 77/9.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

მთვარის გლობუსი  1:8  დინამო (U14)

დინამო: ბულისკირია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, ჩიქოვანი, დარცმელია, ვაწაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია, ბაბუნაძე,

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, ბერიაშვილი, ჯოხაძე, ხუხუნიშვილი, ცანავა, დოლიძე, გულდედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024