საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები ოთარ კორღალიძის ხელმძღვანელობით 2 აპრილს შეიკრიბება და 3 აპრილს ამხანაგურად თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდს დაუპირისპირდება. დინამოდან ნაკრებში 8 ჭაბუკი ფეხბურთელია მიწვეული: დიმა ბულისკირია, არჩილ ბასარია, ბექა ხარშილაძე, ლევან ხარაბაძე, ბექა დარციმელია, თამაზ ბაბუნაძე, ზუკა დავითაშვილი და ლუკა ჩიქოვანი.