• Geo
  • Eng
22.03.2015
ჭაბუკების გამარჯვება და ფრე ქუთაისში

ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდე გუნდებს შორის 21- ე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელი ჭაბუკები ქუთაისში ტორპედოს ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა გამოიყენა სათამაშო უპირატესობა და მასპინძლები 2:0 დაამარცხა. გოლები ტორპედოს კარში თაგვიაშვილმა და კოკაიამ გაიტანეს. თბილისელები პირველ ადგილზე 21 ტურის შემდეგ - 20 მოგებით და ერთი ყაიმით იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 118/4.

ლევან გვანცელაძის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ შეხვედრაში 0:0 ითამაშა ტორპედოსთან. 21 თამაშიდან დაგროვებული 50 ქულით, 17 წლამდე დინამოელები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 68/12.

ტორპედო (U15) 0:2 დინამო (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, თაგვაშვილი, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, ჭურღულაშვილი, ჯიქია, კუცია, სამსონია

 შეცვლაზე შევიდნენ: ბაბუნაძე, თაგვიაშვილი, კოკაია, ბასარია

ტორპედო (U17) 0:0 დინამო (U17)

დინამო (U17): ქავთარაძე, ჩაჩუა, კაპანაძე, ფიფია, სადღობელაშვილი, აბუთიძე, ფირცხალავა, ფოჩხუა, გოგილაშვილი, ბაშალეიშვილი, გაბრიჩიძე

შეცვლაზე შევიდნენ: პაპაშვილი, აღდგომელაშვილი, ღვინიაშვილი, ყურაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024