• Geo
  • Eng
20.03.2015
14 წლამდელებმა ელიტ ლიგაში იმარჯვეს

დღეს მოზარდმა დინამოელებმა ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირის მატჩი ჩაატარეს. დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდი ავაზას დაუპირისპირდა და ხუთი უპასუხო ბურთით დაამარცხა მეტოქე. გოლები ვაწაძემ (2), ბაბუნაძემ, დავითაშვილმა და დარცმელიამ გაიტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 15 ჩატარებული მატჩის შემდეგ 39 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 51/6.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

ავაზა  0:5  დინამო (U14)

დინამო: ბულისკერია, ხარშილაძე, ბასარია, გაბელაია, ხარაბაძე, დარცმელია, ბერიაშვილი, დავითაშვილი, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, გულდედავა, ხუხუნაშვილი, ცანავა, დოლიძე, თვალოძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024