• Geo
  • Eng
05.04.2015
13 წლამდელებმა ელიტ ლიგაში იმარჯვეს

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) მეთვრამეტე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდმა საბურთალოს 2001 წლიანების გუნდს უმასპინძლა. საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში, ამირან მინაშვილის კრებულმა 2:1 აჯობა მეტოქეს. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ნახევარში იაკობიძემ აღადგინა წონასწორობა, ხოლო დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. 18 ტურის შემდეგ თბილისელებს აქტივში მეორე ადგილი და 36 ქულა აქვთ, ხოლო ბურთების ბალანსი კი 38/14.

დინამო (U13)  2:1  საბურთალო (U13)

დინამო: ხარშილაძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, ისმაილი, ჯანგიძე, მაღალდაძე, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, აზაროვი, დავითაშვილი, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ყენია, ჩაკვეტაძე, ქადაგიშვილი, მოისწრაფიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024