დღეს დინამოს აკადემიაში ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელებმა სამივე ასაკობრივში იმარჯვეს. 2006 წელს დაბადებულებმა ზურაბ ელიავას ხელმძღვანელობით 7:0 მოუგეს ფოთის კოლხეთს. ხვალ მეოთხედფინალში დინამოელები საბურთალოს დაუპირისპირდებიან. 2005- იანებმა ბაქოს ვატანს გაუტანეს ხუთი უპასუხო გოლი 5:0. კახა გოგოლაძის გუნდი ხვალ შევარდენთან გაარკვევს ნახევარფინალისტის ვინაობას. რევაზ გვარაკაძისა და ლევან ჩხაიძის 2004 წელს დაბადებულთა გუნდმა 6:1 დაამარცხა ქუთაისის მართვე. მათი გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში ნორჩი დინამო იქნება. ხვალვე საღამოს გაიმართება ნახევარფინალები.