• Geo
  • Eng
01.06.2015
დინამოელთა წარმატება ახალკაცის სახელობის ფესტივალზე

დღეს ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის ფინალური მატჩები გაიმართა. ტურნირის დასკვნით შეხვდერებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ჯგუფური ეტაპის და პლეი ოფის მატჩები კი დინამოს აკადემიის მოედნებზე ჩატარდა.

2005 წელს დაბადებულთა ტურნირის ჩემპიონის ვინაობას დინამოელები რუსთავის გუნდთან არკვევდნენ. პირველ ტაიმში რუსთაველებმა გოლიც გაუტანეს კახა გოგოლაძის გუნდს და უპირატესობასაც ფლობდნენ თუმცა მატჩის მეორე ნახევარში დედაქალაქელებმა გამოასწორეს ასპარეზობა და სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს. მახათაძემ, გაბისონიამ და ფიფიამ ითამაშეს ზუსტად. საბოლოოდ კახა გოგოლაძის შეგირდებმა 3:1 იმარჯვეს და ჩემპიონის თასიც მოიპოვეს. დინამოელებმა ამ ასაკში ორი ინდივიდუალური ტიტულიც დაიმსახურეს. საუკეთესო თავდამსხმელი დათო გაბისონია გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა ხარაული დასახელდა.

2004 წლიანების ტურნირის ფინალში დინამოს მეტოქე 35- ე სკოლა გახლდათ. მატჩი მეტად დაძაბულად წარიმართა და პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე  ტაიმში მოზარდმა დინამოელებმა მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. ანგარიში იაკობაშვილმა გახსნა, ხოლო მეორე გოლი ბესელიამ ჩაიწერა თავის ანგარიშზე. საბოლოოდ რევაზ გვარაკიძის გუნდმა ტურნირი გამარჯვებით დაასრულა და ოქროს მედლები ირგუნა. ამ გუნდიდან დინამოელებმა სამი ინდივიდუალური ტიტულიც მიიღეს. საუკეთესო თავდამსხმელად ჯადული იობაშვილი დასახელდა, ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად ლევან კობახიძე აღიარეს, ხოლო ტურნირის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელი  ლუკა ლაცაბიძე გახდა.

დინამო U9  3:1  რუსთავი U9

დინამო U9: გობელაშვილი, ბუცხრიკიძე, მახათაძე, კაიდარაშვილი, ნინიძე, ხიჯაკაძე, გაბისონია, ხარაული, ფიფია

შეცვლაზე შევიდნენ: ბაჩილავა, ცეცხლაძე, ოქრუაშვილი, ჩხიკვაძე, დარსალია, ბეჭვაია, თოდუა

დინამო U10  2:0  35- ე სკოლა U10

დინამო U10: ჯოჯუა, ბაგრატიონი, მოლაშვილი, ლაცაბიძე, თოდუა, კობახიძე, ბეგიძე, ბესელია, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გოცირიძე, ნიკოლაიშვილი, არჩაია, ახალკაცი, ბაბლუანი, კუხალეიშვილი, ახვლედიანი, მელქაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024