• Geo
  • Eng
01.06.2015
დინამოელები მომავლის თასის ფინალში გავიდნენ

თბილისში, ბენდელას სტადიონზე 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს. მომავლის თასი 2015- ში მონაწილეობას დინამოს აკადემიის გუნდიც იღებს. დღეს ოთარ გაგნიძის გუნდმა გათამაშების ნახევარფინალში საბურთალოს 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა. შეხვედრაში სიხარულაშვილმა ორი გოლი გაიტანა. ერთი შედეგიანი დარტყმაც აბუაშვილის ანგარიშზეა. ტიტულის მოსაპოვებლად მოზარდი დინამოელები ხვალ ოლიმპიკს დაუპირისპირდებიან. მატჩი ბენდელას სტადიონზე გაიმართება და 11.00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებმა 7:0 აჯობეს რუსთავს, მთვარის გლობუსს მოუგეს 5:0 და 1:0 იმარჯვეს ქუთაისის მართვესთან. მეოთხედფინალში ოთარ გაგნიძის შეგირდებმა საბურთალოს სკოლა 5:0 დაამარცხა.

საბურთალო (2003)  0:3  დინამო (2003)

დინამო U11: ტურძილაძე, თარგამაძე, ქავთარაძე, გაგნიძე, სიჭინავა, აბუაშვილი, გოგოტიშვილი, სიხარულაშვილი, ბაბლუანი

შეცვლაზე შევიდნენ: წერეთელი, მელაძე, შურღაია, კერესელიძე, ხვადაგიანი, კეკელიძე, ოდიშვილი

გოლი: აბუაშვილი, სიხარულაშვილი (2)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024