დღეს ჭაბუკთა ლიგის 32- ე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელთა გუნდი, რომელიც ლიდერობს სატურნირო ცხრილში, მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა მხოლოდ 2:0 დასჯერდა სამტრედიასთან. გოლები კუციამ და კიკალიშვილმა გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 32 ჩატარებული შეხვედრიდან 29 გამარჯვებით, ორი ფრით და ერთი მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 142/8 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.
17 წლამდელთა ტურნირში დინამოელებმა ორნიშნა ანგარიშით მოუგეს სამტრედიას. დედაქალაქელებმა ორის წილ ათი გოლი გაუტანეს სტუმრებს. გოგილაშვილმა პოკერი გაიფორმა, ჰეთ თრიქი ბუღრიძემ, დუბლი პაპაშვილმა და ერთი გოლიც ყურშავიშვილმა შეაგდო. ლევან გვანცელაძის შეგირდები 32 თამაშიდან დაგროვებული 81 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 122/21.
დინამო (U15) 2:0 სამტრედია (U15)
დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ბასარია, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, კუცია, ერგემლიძე, თაგვაშვილი, თაგვიაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბულისკირია, ბაბუნაძე, სართანია, ბადაშვილი, კოკაია, ფიფია, ჭურღულაშვილი
დინამო (U17) 10:2 სამტრედია (U17)
დინამო (U17): ქავთარაძე, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, ფიფია, ფოჩხუა, აბუთიძე, ღვინიაშვილი, გაბრიჩიძე, კობოური, ჩაკვეტაძე, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: გუგეშაშვილი, კაციტაძე, ნინუა, პაპაშვილი, გოგილაშვილი, კალანდარიშვილი, ლილუაშვილი