თბილისში, ბენდელას სტადიონზე 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს. მომავლის თასი 2015- ში მონაწილეობას დინამოს აკადემიის გუნდიც იღებს. დღეს ოთარ გაგნიძის გუნდმა გათამაშების მეოთხედფინალში საბურთალოს სკოლას 5:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საგზურისთვის მოზარდი დინამოელები ხვალ საბურთალოს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებმა 7:0 აჯობეს რუსთავს, მთვარის გლობუსს მოუგეს 5:0 და 1:0 იმარჯვეს ქუთაისის მართვესთან.
დინამო (2003) 5:0 საბურთალო სკოლა (2003)