ჭაბუკთა ლიგაში 33- ე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელთა გუნდი, ბოლნისში, ადგილობრივ სიონს დაუპირისპირდა. შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელი გააჩნდა. დედაქალაქელებმა მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს. გოლები სიონის კარში ცერცვაძემ , ერგემლიძემ და თაგვიაშვილმა გაიტანეს. ამრიგად ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 33 ჩატარებული შეხვედრიდან 30 გამარჯვებით და ორი ფრით, 92 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. ასევე აღსანიშნავია დინამოელთა მიერ გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი - 145/8 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. ამ სეზონის ბოლო შეხვედრას თბილისელები უკვე ჩემპიონის სტატუსით 11 ივნისს ბათუმის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.
17 წლამდელთა ტურნირში დინამოელებმა 3:1 მოუგეს სიონს. ერთი გოლი გოგილაშვილის ანგარიშზეა, ერთი ჩაკვეტაძემ გაიტანა და ერთიც ლილუაშვილმა. ლევან გვანცელაძის შეგირდები 33 თამაშიდან დაგროვებული 84 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და პირველობასაც ვიცე ჩემპიონად დაასრულებენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა 125/22.
სიონი (U15) 0:3 დინამო (U15)
დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, კუცია, ერგემლიძე, თაგვაშვილი, კოკაია
შეცვლაზე შევიდნენ: თაგვიაშვილი, სართანია, ბადაშვილი, ფიფია, ბასარია
სიონი (U17) 1:3 დინამო (U17)
დინამო (U17): გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, ნინუა, ფოჩხუა, ყურაშვილი, ღვინიაშვილი, გოგილაშვილი, კობოური, ჩაკვეტაძე, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, კაციტაძე, ფიფია, პაპაშვილი, აბუთიძე, ქანთარია, ლილუაშვილი