• Geo
  • Eng
02.06.2015
დინამომ მომავლის თასი მოიგო

თბილისში, ბენდელას სტადიონზე 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა მემორიალური ტურნირი მიმდინარეობდა. მომავლის თასი 2015-ივიკო  დინამოს აკადემიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დღეს ოთარ გაგნიძის შეგირდებმა გათამაშების ფინალში 1:0 აჯობეს ოლიმპიკს. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. დინამოელებმა აბუაშვილის გოლის გარდა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაუშვეს ხელიდან თუმცა საბოლოოდ გამარჯვებით დაასრულეს გადამწყვეტი პაექრობა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებმა 7:0 აჯობეს რუსთავს, მთვარის გლობუსს მოუგეს 5:0 და 1:0 იმარჯვეს ქუთაისის მართვესთან. მეოთხედფინალში ოთარ გაგნიძის შეგირდებმა საბურთალოს სკოლა 5:0 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში საბურთალოს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.

დინამო  1:0  ოლიმპიკი

დინამო U11: ტურძილაძე, თარგამაძე, ქავთარაძე, გაგნიძე, სიჭინავა, აბუაშვილი, გოგოტიშვილი, სიხარულაშვილი, ბაბლუანი

შეცვლაზე შევიდნენ: წერეთელი, მელაძე, შურღაია, კერესელიძე, ხვადაგიანი, კეკელიძე, ოდიშვილი

გოლი: აბუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024