საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა აზერბაიჯანელ თანატოლებთან. ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გამართული მატჩი გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ჭაბუკ ჯვაროსანთა შემადგენლობაში შვიდმა დინამოელმა ფეხბურთელმა (ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე, გოგა ლურსმანაშვილი, ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი და ნიკა ნინუა)იასპარეზა. საქართველოს ნაკრები 15 ივნისს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება აზერბაიჯანელებს. 16-27 ივნისს კი ყაზახეთში პრეზიდენტის თასზე გამოვა ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები.