საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები გუნდი 14 და 16 ივნისს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს პოლონეთის ნაკრებთან. დინამო თბილისიდან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 6 ფეხბურთელია გამოძახებული. ნიკა ბაშალეიშვილი, ანდრო ნემსაძე, ბექა მიქელთაძე, ლუკა გადრანი, ნიკა გაბრიჩიძე და ლუკა ლოჩოშვილი ჭაბუკ ჯვაროსნებთან ერთად მოემზადებიან.