მარტვილში ჭაბუკთა ლიგის 31- ე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელთა გუნდი, რომელიც ლიდერობს სატურნირო ცხრილში, ადგილობრივ თანატოლებს, მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა, გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაშორდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 31 ჩატარებული შეხვედრიდან 28 გამარჯვებით, ორი ფრით და ერთი მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 140/8 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.
17 წლამდელთა ტურნირში დინამოელებმა დიდი ანგარიშით მოუგეს მასპინძლებს. დედაქალაქელებმა რვა უპასუხო ბურთი გაუტანეს მერანს. დუბლი პაპაშვილმა შეასრულა. ჩაჩუამ, ყურშავიშვილმა, გაბრიჩიძემ, ბუღრიძემ, ღვინიაშვილმა და ფოჩხუამ თითოჯერ გამოიჩინეს თავი. ლევან გვანცელაძის შეგირდები 31 თამაშიდან დაგროვებული 78 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 112/19.
მერანი (U15) 0:0 დინამო (U15)
დინამო (U15): ბულისკირია, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, კუცია, ერგემლიძე, თაგვაშვილი, კოკაია
შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ბაბუნაძე, თაგვიაშვილი
მერანი (U17) 0:8 დინამო (U17)
დინამო (U17): ქავთარაძე, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, კაციტაძე, კალანდარიშვილი, ყურაშვილი, გაბრიჩიძე, კობოური, გოგილაშვილი, ჩაკვეტაძე, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, აბუთიძე, პაპაშვილი, აღდგომელაშვილი, ღვინიაშვილი, ფოჩხუა