• Geo
  • Eng
26.05.2015
ელიტ ლიგაში გამარჯვება ივერიასთან

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდი ხაშურის ივერიას დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა მოწინააღმდეგე. ორი გოლი იაკობიძის ანგარიშზეა, ერთიც თუდებმა გაიტანა. ამირან მინაშვილის გუნდი 24 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 51 ქულით გათამაშების ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 66/19.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

 

ივერია ხაშური  1:3  დინამო (U13) 

დინამო: თვალოძე, ჭავჭანიძე, მექვაბიშვილი, ჯანგიძე, ისმაილი, კვარაცხელია, ლომთაძე, ყენია, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, ჩაკვეტაძე

შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, მაღალდაძე, თუდები, ქველაძე, ტაბალა, დოხნაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024