ასტანაში მიმდინარე პრეზიდენტის თასზე საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა. გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები აზერბაიჯანს დაუპირისპირდნენ და უგოლო ყაიმით დაცილდნენ მეტოქეს, რაც სამწუხაროდ საქართველოსთვის ფინალის საგზურის დაკარგვის ტოლფასი გამოდგა. რეგლამენტის მიხედვით თანაბარი ქულების და გატანილი ბურთების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებოდა ნაკლებ გაფრთხილებას. ასე, რომ ჭაბუკი ჯვაროსნები 26 ივნისს გათამაშების მესამე ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ და მათი მეტოქე მასპინძელთა- ყაზახეთის ნაკრები იქნება. აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში დინამოს შემადგენლობიდან ნაკრების ღირსებას გუგეშაშვილი, ქაფიანიძე, ნინუა, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი და ჩაკვეტაძე იცავდნენ.