• Geo
  • Eng
31.05.2015
ფესტივალზე დინამოელები ფინალში ითამაშებენ

დღეს დინამოს აკადემიაში ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალის პლეი ოფის მატჩები გაიმართა. 2006 წელს დაბადებულებმა ზურაბ ელიავას ხელმძღვანელობით მეოთხედფინალში 0:2 წააგეს საბურთალოსთან. 2005- იანებმა მეოთხედფინალში შევარდენს გაუტანეს ხუთი უპასუხო გოლი 5:0. ნახევარფინალში კი საბურთალოს 3:0 აჯობეს. კახა გოგოლაძის გუნდი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 16 საათსა და 30 წუთზე ფინალურ შეხვედრაში რუსთავი-2005 დაუპირისპირდება. რევაზ გვარაკაძის 2004 წელს დაბადებულთა გუნდმა მეოთხედფინალში ნორჩ დინამოელს აჯობა 4:1. ნახევარფინალში დინამოელებმა 5:1 მოუგეს გორის დილას და ხვალ ფინალში 35- ე სკოლას შეხვედბიან. გადამწყვეტი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18.00 საათზე დაიწყება.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024