• Geo
  • Eng
30.07.2015
19 წლამდელების გამარჯვება ბარსელონასთან

დღეს დორტმუნდში სტარტი აიღო რურის თასი 2015 გათამაშებამ. დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდი თამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დორტმუნდის ბორუსიას და ბარსელონას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეხვედრის დებიუტში ზარიამ ვერ გამოიყენა საგოლე სიტუაცია, რასაც მასპინძელთა გოლი მოჰყვა დინამოელთა კარში.  ტაიმში დორტმუნდის ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ აიღეს კულუას კარი. მანამდე კი ნემსაძის დარტყმული აცდა ოდნავ ბორუსიას კარს. მეორე ტაიმში თბილისელებმა შეძლეს ერთი გოლის გატანა. ბექა მიქელთაძემ ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და თამაში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

მეორე შეხვედრაში დინამოელთა მეტოქე ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი ბარსელონა გახლდათ. პირველი მატჩისგან განსხვავებით ბარსელონასთან დაპირისპირება მეტად დაძაბული გამოდგა. მატჩი უფრო ხისტად და ნაკლები საგოლე მომენტებით წარიმართა. ერთ ეპიზოდში დინამოელთა კარი ძელმა იხსნა, როდესაც ასხლეტილი ბურთი მოიგერია. მატჩის ბოლოსკენ კი თბილისელებმა შედეგიანი შეტევა განახორციელეს და გიორგი ზარიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა ბარსელონას კარში 1:0.

ხვალ დინამოელები რურის თასზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ. თბილისის დროით 19:00 საათზე თამაზ სამხარაძის გუნდი პორტუ ალეგრის ინტერნასიონალს დაუპირისპირდება, ხოლო 21 საათსა და 30 წუთზე ბოხუმს შეხვდება.

ბორუსია დორტმუნდი (U19)  2:1  დინამო თბილისი (U19)

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე (კობოური), ნ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (გაბრიჩიძე), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე

დინამო თბილისი (U19)  1:0  ბარსელონა (U19)

დინამო: კულუა, კაპანაძე, ლოჩოშვილი, ჯაფიაშვილი, ვეკუა (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ნ. ბაშალეიშვილი), ჩაკვეტაძე (კობახიძე), ზარია, გაბრიჩიძე (კვერნაძე), მიქელთაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024