• Geo
  • Eng
05.06.2015
8 დინამოელი 17 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გუნდი 8-15 ივნისს თბილისში გაივლის შეკრებას და აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ხოლო 16-27 ივნისს ყაზახეთის ქალაქ ასტანაში პრეზიდენტის თასზე მიიღებს მონაწილეობას. შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად გოჩა ტყებუჩავამ დინამოდან 8 ფეხბურთელს უხმო. ლუკა გუგეშაშვილი, ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ნიკა ნინუა და გიორგი ჩაკვეტაძე თანატოლებთან ერთად დაიცავენ ჭაბუკ ჯვაროსანთა ღირსებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024