დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის მე-10 ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. შეხვედრა მცხეთაში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში დიმა ღურწკაიამ გახსნა, მეორე გოლი რაულ ბარათელიამ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში იუსუფ მეხტიევმა დააფიქსირა. დინამომ ამ მოგებით 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს.
მომდევნო შეხვედრას ვალერი გაგუას გუნდი 26 მაისს აკდემიაში ჩაატარებს. ჩვენი გუნდი 14.00 საათიდან დინამო ბათუმს დაუპირისპირდება.
U19 ვიტ ჯორჯია 0-3 დინამო
U19 დინამო: საური, გრიგალავა, მეფარიშვილი, ხარჩილავა, ახალკაცი, წულაია, ბარათელია, ბერელიძე, ცეცხლაძე ნ, ბუბუტეიშვილი, ღურწკაია
სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, ჩიქოვანი, ცეცხლაძე გ, ჯიქია, შეროზია, მეხტიევი