ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდმა 26- ე, ბოლო ტურის მატჩში საბურთალოს უმასპინძლა და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასცილდა. საბოლოოდ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 26 ჩატარებული მატჩის შემდეგ 70 ქულით გათამაშება წაუგებლად, პირველ ადგილზე დაასრულა და ოქროს მედლებიც ირგუნა. დინამოელებს 22 მოგება და 4 ფრე დაუგროვდათ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 91/11.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობდნენ.
დინამო (U13) 0:0 საბურთალო