• Geo
  • Eng
12.06.2015
დინამომ ჭაბუკთა ლიგა გამარჯვებით დაასრულა

ჭაბუკთა ლიგაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელთა გუნდი, უკვე ჩემპიონის სტატუსით ბათუმელ თანაკლუბელებს დაუხვდა. ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გამართულ მატჩში დედაქალაქელებმა ზღვისპირელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს. გოლები ბათუმელთა კარში ერგემლიძემ და შეცვლაზე შესულმა მამფორიამ გაიტანეს. ამრიგად ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 34 ჩატარებული შეხვედრიდან 31 გამარჯვებით და ორი ფრით, 95 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე აღსანიშნავია დინამოელთა მიერ გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი - 146/8 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

17 წლამდელთა ტურნირშიც ბოლო მატჩი გამართეს დინამოელებმა. თბილისელებმა 4:1 მოუგეს ბათუმის დინამოს. ყურაშვილმა, ბუღრიძემ, ქანთარიამ და გოგილაშვილმა გაიტანეს გოლები. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა 34 თამაშიდან დაგროვებული 87 ქულით გათამაშება ვიცე ჩემპიონებად დაასრულეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა 129/23.

დინამო (U15)  2:0  ბათუმი (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კოკაია, ცანავა, ცერცვაძე, ჭურღულაშვილი, ბადაშვილი, სილაგაძე, სართანია, ერგემლიძე, თაგვაშვილი, თაგვიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, დოლიძე, მამფორია, გულდედავა, ხუხუნაშვილი, ფიფია

დინამო (U17)  4:1  ბათუმი (U17)

დინამო (U17):  ქავთარაძე, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, ფიფია, კალანდარიშვილი, აბუთიძე, ლილუაშვილი, ფოჩხუა, პაპაშვილი, ყურაშვილი, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, კაციტაძე, ქანთარია, ღვინიაშვილი, გოგილაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024