ჭაბუკთა ლიგაში დინამოელებმა დღეს მეორე ტურის მატჩები ჩაატარეს. დინამოს 15 და 17 წლამდელთა გუნდები საგურამოში ლოკომოტიველ თანატოლებს შეხვდნენ. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ლოკომოტივს 4:0 აჯობა. დავითაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ბაბუნაძემ გაუტანა ლოკომოტივს. ლევან გვანცელაძის შეგირდები ორი უპასუხო გოლით დამარცხდნენ. მომდევნო მატჩებს დინამოელები 12 სექტემბერს ცხინვალთან გამართავენ.
ლოკომოტივი U15 0:4 დინამო U15
დინამო U15: ბულისკირია, გაბელაია, ბასარია, ბ. ხარშილაძე, შარაძე, დარცმელია, გ. ხარშილაძე, ბაბუნაძე, ვაწაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, ცანავა, გაბედავა, გულდედავა, ჩეკურიშვილი, ბერიაშვილი, ჩიქოვანი
ლოკომოტივი U17 2:0 დინამო U17
დინამო U17: ქავთარაძე, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, კობოური, კალანდარიშვილი, ყურაშვილი, ღვინიაშვილი, ფოჩხუა, ლილუაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, ჭურღულაშვილი, აბუთიძე, აღდგომელაშვილი, გოგილაშვილი, თავხელიძე