ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარეობს ყოველწლიური, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი- პრეზიდენტის თასი. გათამაშებაში ასევე ტრადიციულად მონაწილეობას იღებს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ჭაბუკი ჯვაროსნები B ჯგუფში იმყოფებიან რუსეთის, ბელორუსის და აზერბაიჯანის ნაკრებებთან ერთად. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ასტანა არენაზე რუსეთი 2:0 დაამარცხა. მეორე მატჩში ისევ ქართველებმა იმარჯვეს. ამჯერად ჯვაროსნებმა 2:1 ბელორუსის ნაკრები დაამარცხეს. გოლები სპანდერაშვილის და ხარაბაძის ანგარიშზეა. შეხვედრაში შვიდმა დინამოელმა მიიღო მონაწილეობა. გუგეშაშვილმა, ქაფიანიძემ, ნინუამ, კიკალიშვილმა, ხარაბაძემ, ლურსმანაშვილმა და ჩაკვეტაძემ. მომდევნო შეხვედრას ჭაბუკი ჯვაროსნები აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართავენ.