• Geo
  • Eng
23.06.2015
17 წლამდე ჯვაროსნების გამარჯვება რუსეთთან

ყაზახეთის დედაქალაქში სტარტი აიღო ყოველწლიურმა, ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა- პრეზიდენტის თასი. გათამაშებაში ასევე ტრადიციულად მონაწილეობას იღებს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით. ჭაბუკი ჯვაროსნები B ჯგუფში იმყოფებიან რუსეთის, ბელორუსის და აზერბაიჯანის ნაკრებებთან ერთად. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ასტანა არენაზე რუსეთი 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში შვიდმა დინამოელმა მიიღო მონაწილეობა. გუგეშაშვილმა, ქაფიანიძემ, ნინუამ და ჩაკვეტაძემ სრულად ჩაატარეს მატჩი. ხარაბაძემ, რომელმაც რუსებს მეორე გოლი გაუტანა (ანგარიში ქიმერიძემ გახსნა) 75 წუთი დაჰყო მოედანზე. ლურსმანაშვილი და კიკალიშვილი კი 54- ე და 78- ე წუთებზე გამოჩნდნენ შეხვედრაში. მეორე ტაიმში გუგეშაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია და საქართველოს ნაკრების კარი მშრალად შეინახა. მომდევნო შეხვედრას ჭაბუკი ჯვაროსნები ბელორუსის ნაკრებთან გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024