ჭაბუკთა ლიგაში მეექვსე ტურის მატჩები გამართეს დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა. ჩვენს ჭაბუკებს მასპინძლობა და მეტოქეობა 35- ე სკოლის ასაკობრივმა გუნდებმა გაუწიეს. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა შედეგიანი ფრე 3:3 ითამაშეს. მასპინძელთა კარში ორი გოლი დავითაშვილმა გაიტანა, ერთი კი ბაბუნაძემ. დინამოს 15 წლამდელებმა ამ ყაიმით 16 ქულა დააგროვეს და 35- ე სკოლასთან ერთად, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში, პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. მოიგეს თავისი მატჩი 17 წლამდე დინამოელებმა. ლევან გვანცელაძის გუნდმა ერგემლიძის გოლით 1:0 აჯობა მასპინძლებს. დინამოელებს 6 მატჩიდან 13 ქულა აქვთ დაგროვილი და აღმოსავლეთ ზონის ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ.
35- ე სკოლა U15 3:3 დინამო U15
დინამო U15: ბულისკირია, ხარაბაძე, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: გაბედავა, გაბელაია, ვაწაძე
35- ე სკოლა U17 0:1 დინამო U17
დინამო U17: ქავთარაძე, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, კალანდარიშვილი, კიკალიშვილი, აბუთიძე, ღვინაშვილი, თაგვაშვილი, გოგილაშვილი, ლურსმანაშილი, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, სართანია, ერგემლიძე, თავხელიძე, ბუღრიძე