• Geo
  • Eng
14.07.2015
დინამოს ახალგაზრდებმა ბარსელონასთან და დორტმნუნდთან სათამაშოდ მზადება დაიწყო

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიში შეკრებაზე გადავიდა თბილისელთა 19 წლამდელთა გუნდი (იგივე დუბლშემადგენლობა). თამაზ სამხარაძის კრებული დღეში ორჯერად ვარჯიშებს ჩაატარებს და 29 ივლისს გერმანიაში გაემგზავრება ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე რურის თასი 2015 საასპარეზოდ. შეგახსენებთ, რომ შარშან დინამოელებმა ჩემპიონობა არავის დაუთმეს და პირველი ადგილისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოიტანეს. წელს დინამოელებს საკამოდ სერიოზული კონკურენციის გადალახვა მოუწევთ. პირველი მატჩს ჩვენს გუნდი დორტმუნდის ბორუსიასთან გამართავს, დინამოელთა მეორე მეტოქე ბარსელონა იქნება. ჯგუფში ასევე დავუპირისპირდებით ბრაზილიურ პორტუ ალეგრის და გერმანულ ბოხუმს. ტურნირი 30 ივლისს დაიწყება.

დინამო TV დღეს ეწვია აკადემიას და მომავალ ტურნირთან დაკავშირებით ფეხბურთელებიც ჩაწერა. ჩვენი რესპოდენტები გუნდის კაპიტანი- გიორგი ვეკუა და დინამოს შემტევი- გიორგი ჩაკვეტაძე იქნებიან. ასევე გთავაზობთ ვარჯიშის მცირე ვიდეო კოლაჟს. თამაზ სამხარაძესთან ინტერვიუს კი ახლო მომავალში იხილავთ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024