• Geo
  • Eng
27.06.2015
17 წლამდელთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ასტანაში დასრულდა საერთაშორისო ტრადიციული ტურნირის- პრეზიდენტის თასის გათამაშება. საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა ტურნირი. საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში ჭაბუკმა ჯვარისნებმა მასპინძელთა ნაკრებს 8:1 აჯობა. გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდებმა მანამდე რუსეთის ნაკრებს მოუგეს 2:0, შემდეგ ბელარუსი დაამარცხეს 2:1, ფინალში გასასვლელ შეხვედრაში კი ვერ აჯობეს აზერბაიჯანს 0:0. საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ჭაბუკთა ნაკრები გახდა. ჭაბუკ ჯვაროსანთა შემადფენლობაში მთელი ტურნირის მანძილზე ასპარეზობდა 7 დინამოელი ფეხბურთელი: გუგეშაშვილმ, ქაფიანიძე, ნინუა, ჩაკვეტაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი და კიკალიშვილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024