უნგრეთში მიმდინარე ევროპის 17 წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და გამარჯვება იზეიმა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა რუმინეთის ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. დინამოელებმა ჩაკვეტაძემ და ნინუამ თითოჯერ აიღეს ვლახების კარი. პირველი გოლი კი სპანდერაშვილის ანგარიშეზეა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ექვსმა დინამოელმა (ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი კუცია, ლევან ხარაბაძე და ნიკა ნინუა) იასპარეზა. გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდი ჯგუფში მესამე და გადამწყვეტ შეხვედრას 29 ოქტომბერს მასპინძელ უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომლებმაც სლოვაკეთთან ფრედ 1:1 ითამაშა.