• Geo
  • Eng
24.10.2015
დინამოელები 17 წლამდელთა ნაკრებში

უნგრეთში ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში სლოვაკეთის 17 წლამდელთა კრებულს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 3:4 დამარცხდა. ჭაბუკ ჯვაროსანთა შემადგენლობაში ექვსმა დინამოელმა (ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი კუცია, ლევან ხარაბაძე და ნიკა ნინუა) იასპარეზა. გოლები სლოვაკთა კარში ქავთარაძემ, ხარაბაძემ და ნინუამ გაიტანეს. სამწუხაროდ მეოთხე გოლი ჭაბუკებმა ბოლო წუთზე მიიღეს. შემდეგ მატჩს გოჩა ავასაჯანიშვილის გუნდი 26 ოქტომბერს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომლებმაც თავის მხრივ მასპინძელ უნგრეთს 2:1 აჯობეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024