• Geo
  • Eng
29.10.2015
17 წლამდელები ელიტ რაუნდში გავიდნენ

უნგრეთში დასრულდა ევროპის 17 წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპი. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა მასპინძლებთან, უნგრელ თანატოლებთან გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა. ეს ანგარიში საკმარისი გამოდგა ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და ელიტ-რაუნდის საგზურის მისაღებად. გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდმა პირველი მატჩი 3:4 დათმო სლოვაკეთთან, შემდეგ კი ჯვაროსნებმა 3:0 რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ექვსმა დინამოელმა (ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი კუცია, ლევან ხარაბაძე და ნიკა ნინუა) იასპარეზა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024