• Geo
  • Eng
01.09.2015
19 წლამდელთა ნაკრებში 7 დინამოელია

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 5 და 7 სექტემბერს ლატვიელ თანატოლებთან გამართავს ორ ამხანაგურ მატჩს. მანამდე ჭაბუკთა ნაკრები 1 სექტემბრიდან წინასამატჩო შეკრებას გაივლის. ვასილ მაისურაძემ შეკრების გასავლელად და მატჩებში მონაწილეობის მისაღებას დინამო თბილისიდან 7 ფეხბურთელს უხმო. ჭაბუკ ჯვაროსანთა ღირსებას დაიცავენ: ლევან ისიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე, ანდრო ნემსაძე, გიორგი ზარია, ნიკა ბაშალეიშვილი და ბექა მიქელთაძე. ამხანაგურ მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024