საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით 31 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო ტურნირ- სირენკას თასზე მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ნაკრები თბილისში გაივლის შეკრებას. დინამოდან ჭაბუკთა ნაკრებში ზემოაღნიშნულ შეკრებაზე და ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად 9 ფეხბურთელია მიწვეული: ლუკა გუგეშაშვილი, ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ქაფიანიძე, ნიკა ნინუა და ლუკა სილაგაძე.