• Geo
  • Eng
01.08.2015
დინამომ რურის თასზე გამოსვლა დაასრულა

დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდმა თამაზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დაასრულა რურის თასზე ასპარეზობა. მანამდე თბილისელებმა დაამარცხეს ბარსელონა 1:0 და აჯობეს ბოხუმს 2:1. დამარცხდნენ დორტმუნდის ბორუსიასთან 1:2 და პორტუ ალეგრის ინტერნასიონალთან 0:2. დინამოელები მეხუთე ადგილისთვის მატჩში ლისაბონის ბენფიკას შეხვდნენ და 0:2 დათმეს დაპირისპირება. ორივე გოლი ჩვენმა ჭაბუკებმა ტაიმების დასაწყისში გაუშვეს. დინამოელებს ჰქონდათ მატჩის შემობრუნების მცდელობა, თუმცა რამდენიმე მომენტმა ჩვენთვის უშედეგოდ ჩაიარა. საბოლოოდ დინამომ რურის თასზე მე- 6 ადილი დაიკავა ჩამოიტოვა რა- გვანჯოუს ევერგრანდი, ბოხუმი, ბარსელონა და მიუნჰენგლადბახის ბორუსია.

დინამო თბილისი 0:2 ბენფიკა ლისაბონი

დინამო: გუგეშაშვილი, ხატიაშვილი (ჯაფიაშვილი), ყურშავიშვილი, კობოური, ნემსაძე (ლოჩოშვილი), ნ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე, ზარია, კობახიძე (გაბრიჩიძე), მიქელთაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024