• Geo
  • Eng
01.08.2015
მეორე დღე რურის თასზე

რურის თასზე თავისი მეოთხე მატჩი გამართა დინამო თბილისმა. ჩვენი გუნდის მეტოქე ბოხუმი გახლდათ. თბილისელებმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. ერთი მატჩის დებიუტში და მეორე შეხვედრის დასასრულს. კუთხურის მოწოდებისას დასწრებაზე ზარიამ ითამაშა ზუსტად და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში დინამოელებს კიდევ რამდენჯერმე მართებდათ ანგარიშის შეცვლა, მაგრამ მიქელთაძის და გაბრიჩიძის დარტყმებს სიზუსტზე აკლდა. სამაგიეროდ ბოხუმის ფეხბურთელებმა არ გაუშვეს თავისი შანსი ხელიდან და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევარში ორივე გუნდმა ცვლილებებს მიმართა და სახიფათო მომენტებიც ნაკლებად შეიქმნა. მატჩის ბოლოსკენ მიქელთაძემ ითამაშა ართმევაზე, თავადვე ტექნიკურად გაისარჯა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა 2:1. დინამომ ჯგუფური ეტაპი ორი გამარჯვებით და ორი მარცხით დაასრულა. პირველი და მეორე ადგილები მასპინძლებმა და ინტერნასიონალმა გაინაწილეს. თამაზ სამხარაძის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა, ჯგუფში ბარსელონა და ბოხუმი ჩამოიტოვა და ხვალ ტურნირის მეხუთე ადგილის მოსაპოვებლად ლისაბონის ბენფიკას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17 საათსა და 40 წუთზე დაიწყება.

დღეს კიდევ ერთი მატცი ჩაატარეს თბილისელებმა. დინამო პორტუ ალეგრის ინტერნასიონალს დაუპირისპირდა და ორი უპასუხო ბურთით დამარცხდა. ორივე გოლი ბრაზილიელებმა შეხვედრის დებიუტში გაიტანეს. დინამოელების არაერთი მცდელობა მატჩის მოსაბრუნებლად კი ამაო გამოდგა.

დინამო თბილისი (U19)  2:1  ბოხუმი (U19)

დინამო: გუგეშაშვილი, ნემსაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (კობახიძე), კობოური, ნ. ბაშალეიშვილი, ხატიაშვილი, ჩაკვეტაძე (კვერნაძე), ზარია, გაბრიჩიძე (მ. ბაშალეიშვილი), მიქელთაძე

დინამო თბილისი (U19)  0:2  ინტერნასიონალი პორტუ ალეგრი (U19)

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი (ყურშავიშვილი), ლოჩოშვილი (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (ნ. ბაშალეიშვილი), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024