რურის თასზე ჭაბუკმა დინამოელებმა მესამე მატჩი გამართეს. თამაზ სამხარაძის გუნდის მეტოქე პორტუ ალეგრის ინტერნასიონალი გახლდათ. შეხვედრა ბრაზილიელებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე ორი ბურთით დაწინაურდნენ. საბოლოოდ თბილისელთა დიდი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. დინამოელები განსაკუთრებით მეორე ტაიმში გააქტიურდნენ. მიქელთაძეს ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა პირველ შემთხვევაში მეკარემ კუთხურზე მოიგერია თავზე გადაგდებული ბურთი, მეორედ კი საჯარიმოდან დარტყმული მცირედით აცდა პორტუ ალეგრის კარს. ასევე კვერნაძის დარტყმულს დააკლდა სიზუსტე, მატჩის ბოლოსკენ კი ვეკუამ მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და დროზე ადრე დატოვა მოედანი. ამ მარცხით დინამოელებმა პრაქტიკულად დაკარგეს ნახევარფინალში გასვლის შანსი, თუმცა ბოხუმთან გამარჯვების შემთხვევაში მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებენ. ბოხუმთან დაპირისპირება თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
დინამო თბილისი (U19) 0:2 ინტერნასიონალი პორტუ ალეგრი (U19)
დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი (ყურშავიშვილი), ლოჩოშვილი (ნემსაძე), კობოური, მ. ბაშალეიშვილი (ჩაკვეტაძე), ვეკუა, კვერნაძე (ნ. ბაშალეიშვილი), ზარია, კობახიძე, მიქელთაძე