დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეთერთმეტე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელები ცხინვალის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ.
ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა ცხინვალის 15 წლამდელებს 1:0 აჯობეს. შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორია ბაბუნაძე. დინამოს 15 წლამდელებმა 29 ქულა დააგროვეს და გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში ერთპიროვნულად ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს უახლოს მდევრებთან შედარბით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.
დაძაბული მატჩი გამართა ლევან გვანცელაძის გუნდმა. დინამოს 17 წლამდელები რთულ შეხვედრაში 1:2 დამარცხდნენ. გოლი ცხინვალის კარში ბაშალეიშვილმა გაიტანა. დინამოელებს 11 მატჩიდან 25 ქულა აქვთ დაგროვილი და აღმოსავლეთ ზონის ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ. ჩვენს 17 წლამდელებსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.
ცხინვალი U15 0:1 დინამო U15
დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, გაბედავა, ჯანგიძე, შარაძე, დარცმელია, ბაბუნაძე, მექვაბიშვილი, გ. ხარშილაძე, ჩიქოვანი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, ჩეკურიშვილი, ვაწაძე, გულდედავა, ბ. ხარშილაძე
ცხინვალი U17 2:1 დინამო U17
დინამო U17: ბულისკირია, ბასარია, ჭურღულაშვილი, ლურსმანაშვილი, კალანდარიშვილი, ხარაბაძე, სილაგაძე, მ. ბაშალეიშვილი, გოგილაშვილი, ყურაშვილი, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: აღდგომელაშვილი, სეიდოვი