დინამო თბილისის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეოთხე ტურის მატჩები გამართეს. ორივე შეხვედრა დაძაბულად და იდენტური სცენარით წარიმართა. თბილისელები პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი საგოლე მომენტი გააცუდეს. მეორე ნახევარში კი სტუმრები გამოიყურებოდნენ ყოჩაღად. საბოლოოდ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ზუკა დავითაშვილის გოლით 1:0 მოუგო ცხინვალს, ხოლო ლევან გვანცელაძის შეგირდებმა 2:1 დაამარცხეს მეტოქე. დუბლი გიორგი გოგილაშვილის ანგარიშზეა.
მომდევნო მატჩებს ჭაბუკები 19 სექტემბერს საჩხერეში, ჩიხურასთან გამართავენ.
დინამო U15 1:0 ცხინვალი U15
დინამო U15: ბულისკირია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, შარაძე, დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ხარშილაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: ცანავა, გაბედავა, გულდედავა, ჩეკურიშვილი, ვაწაძე
დინამო U17 2:1 ცხინვალი U17
დინამო U17: ისიანი, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, კალანდარიშვილი, ხარაბაძე, ყურაშვილი, ღვინაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, გოგილაშვილი, კუცია, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: კიკალიშვილი, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, აღდგომელაშვილი, ერგემლიძე