საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები პოლონეთში იმყოფებოდა. გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდებმა ყოველწლიურ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე Syrenka Cup- ზე მიიღეს მონაწილეობა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა სამი მატჩი ჩაატარეს და აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში გამარჯვებული პენალტების სერიამ გაარკვია. პირველი მატჩი ბელგიელ თანატოლებთან ქართველებმა მოიგეს, ხოლო პოლონეთთან და შვედებთან თერთმეტმეტრიან სერიაში დამარცხდნენ. დინამოელთაგან ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე და ლევან ხარაბაძე. აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მეკარედ ლუკა გუგეშაშვილი აღიარეს.