• Geo
  • Eng
06.09.2015
მიქელთაძემ ლატვიასთან გამოიჩინა თავი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა. საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, ლატვიელი თანატოლები მიიღო. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი ბალტიელებს ბექა მიქელთაძემ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში გაშვებული ორი გოლის შემდეგ, მეორე ნახევარში საგრძნობლად გამოასწორა თამაშის ხარისხი. გამორჩეულად იასპარეზა შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ. დინამოელთაგან ძირითადში ითამაშეს ნიკა ბაშალეიშვილმა და ბექა მიქელთაძემ. შეცვლაზე კი შევიდნენ ლევან ისიანი, ვახო კაპანაძე, ანდრო ნემსაძე და გიორგი ზარია. 7 სექტემბერს ეს გუნდები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ ჯვაროსანთა 19 წლამდელთა ნაკრები ნოემბერში თბილისში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს. მეტოქეებად ქართველებს ავსტრია, ალბანეთი და უელსი ეყოლება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024